შრომითი მიგრაცია პოლონეთსა და შვედეთში
|
|
|
|
ამა წლის 24-25 ნოემბერს,ბორჯომში ჩატარდა სემინარი შვედეთსა და პოლონეთში ლეგალური მიგრაციის თემაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის მიმართულებით ლეგალური მიგრაციის სფეროში. სამომავლოდ კიდევ ოთხი მსგავსი სემინარის ჩატარება იგეგმება.
|
|
|
წარმატებული ბიზნეს გეგმები
|
|
|
|
მობილურობის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაბრუნებულმა მიგრანტებმა, რომლებმაც წარმოად- გინეს წარმატებული ბიზნეს გეგმები, უკვე წამოიწყეს საკუთარი მიკრო ბიზნესი. ერთ-ერთი მათგანია წიწილების ფერმა.
|
|
|
მობილურობის ცენტრის პირველმა ბენეფიციარებმა - სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა, მიიღეს მონაწილეობა ბიზნესის დაწყების ტრეინინგში
|
|
|
|
საქართველოში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან (გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი) 2010 -2011 წლებში დაბრუნებულმა მიგრანტებმა - მობილურობის ცენტრის პირველმა 8 ბენეფიციარმა დაასრულა ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო საფუძვლების სწავლების კურსი. ინტენსიური კურსი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ მოეწყო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) მიერ. სასწავლო კურსს, რომელიც ჩატარდა 2011 წლის 10-17 ივნისს თბილისში, უძღვებოდნენ ასოციაციის უფროსი ტრენერები ქ-ნი მანანა იმედაშვილი და ბ-ნი მერაბ მიქელაშვილი. სწავ-
|
| სწავლების კურსი წარიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) პროექტის „მიგრანტი მუშაკების დაცვა რუსეთის ფედერაციაში და მიგრაციის განვითარების გავლენის გაზრდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართ- ველოში“ფარგლებში.სწავლების კურსი მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშეწყობას ბიზნესის საქმიანობის დაწყებასა თუ გაუმჯობესებაში. საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ხელშეწყობის უზრუნველყოფას, როგორც მათი, საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ რეალობაში რეინტეგრაციის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს. |
|
|
|
|
მობილურობის ცენტრის გახსნა
|
|
|
|
2011 წლის 13 მაისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში ჩატარდა მობილურობის ცენტრის გახსნის ცერემონიალი.
|
|
|
მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის - ევროკავშირის პროექტი ოფიციალურად დაიწყო
|
|
|
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის - ქართ- ველი დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების განხორციელების მხარდასაჭერად ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე, რომელიც გაიმართა სასტუმრო რედისონში, 2011 წლის 17 მარტს, მოხდა პროექტის მიზნებისა და საქმიანობის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის. ცერემონიალზე ერთმანეთს შეხვდნენ პროექტის უცხოე-
|
|
|
ლი პარტნიორი მხარეებისა და ქართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მიგრაციის სფეროში ჩართული არა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული არა სამთავრობო ორგანიზაციების, დამსაქმებელთა ასოციაციებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
|