| 1. |
|
შესაძლებელია თქვენი ვებგვერდის საშუალებით დარეგისტრირება თუ ამისათვის აუცილებელია მობილურობის ცენტრში მოსვლა?
თქვენ შეგიძლიათ საწყის ეტაპზე დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ გვერდზე, თუმცა იმისათვის რომ მიიღოთ კონსულტაცია და სხვა სახის დახმარება აუცილებელია მობრძანდეთ მობილურობის ცენტრში, რომელიც მდებარეობს თამარაშვილის ქუჩაზე N15ა, 0177, თბილისი.
|
|
| 2. |
|
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ინტერვიუსთვის?
მობილურობის ცენტრში ვიზიტისათვის თქვენ არ გჭირდებათ წინასწარი ჩაწერა, თუმცა თუ თქვენ თბილისში არ ცხოვრობთ, სასურველია მობილურობის ცენტრის მრჩევლებთან შეათანხმოთ თქვენი ვიზიტი ტელეფონის საშუალებით.
|
|
| 3. |
|
დოკუმენტების ნუსხა რომელიც აუცილებელია მობილურობის ცენტრში ვიზიტისას.
ზოგადი კონსულტაციის, ან სამსახურის მოძიებისათვის შესაბამისი დახმარების მისაღებად თქვენ თან უნდა იქონიოთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რაც შეეხება მობილურობის ცენტრის მიერ შემოთავაზებული სხვა სახის დახმარებას, მათ მისაღებად თქვენ დაგჭირდებათ საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (მაგალითად, პასპორტი).
|
|
| 4. |
|
შესაძლებელია დოკუმენტების ელექტრონულად გამოგზავნა?
თქვენ შეგიძლიათ საბუთების გამოგზავნა ელექტრონულად, თუმცა მობილურობის ცენტრში თქვენი პირველი ვიზიტისას ყველა საჭირო დოკუმენტი თან უნდა იქონიოთ.
|
|
| 5. |
|
საუბრობენ თუ არა ქართულად მობილურობის ცენტრის მრჩევლები?
კი, მობილურობის ცენტრში ქართულ ენაზე მოსაუბრე მრჩევლები გაგიწევენ შესაბამის კონსულტაციას.
|
|
| 6. |
|
მსურს საკუთარი ბიზნესის დაწყება. დამეხმარება მობილურობის ცენტრი?
კი, ჩვენ დაგეხმარებით საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებაში. ჩვენ ასევე გაგიწევთ შესაბამის დახმარებას ბიზნეს გეგმის შემუშავების მიზნით. დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ გვეწვიოთ მობილურობის ცენტრში.
|
|
| 7. |
|
საქართველოში დაბრუნებისას დაუყოვნებლივ უნდა მივმართო მობილურობის ცენტრს?
კონსულტაციისა და სამსახურის მოძიების მიზნით გაწეული დახმარებისათვის მნიშვნელობა არ აქვს თქვენი დაბრუნების თარიღს, ხოლო სხვა სახის დახმარების მისაღებად თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ მობილურობის ცენტრში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.
|
|
| 8. |
|
ენიჭება თუ არა უპირატესობა კონკრეტულ გამომგზავნ ქვეყანას?
დახმარების მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებულ მიგრანტს.
|
|
| 9. |
|
შემიძლია მივმართო მობილურობის ცენტრს დახმარებისთვის საზღვარგარეთ არალეგალურად ყოფნის შემთხვევაშიც კი?
მნიშვნელობა არ აქვს რა სტატუსით იმყოფებოდით საზღვარგარეთ (სტუდენტი, ლეგალურად დასაქმებული, არალეგალურად მყოფი მიგრანტი და სხვა.)
|
|
| 10. |
|
ენიჭება მნიშვნელობა საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდს?
კონსულტაციისა და სამსახურის მოძიების მიზნით გაწეული დახმარებისათვის მნიშვნელობა არაქვს რამდენი ხანი დაჰყავით საზღვარგარეთ, სხვა სახის დახმარების მისაღებად საჭიროა უცხოეთში ყოფნის პერიოდი მინიმუმ 6 თვეს შეადგენდეს.
|
|
| 11. |
|
მივიღებ დახმარებას დეპორტაციის შემთხვევაშიც?
დიახ, დახმარების მიღება შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუკი მოხდა თქვენი დეპორტაცია. თუმცა თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ მობილურობის ცენტრში დაბრუნებიდან/დეპორტაციიდან არაუგვიანეს ერთი წლის პერიოდისა.
|
|
| 12. |
|
გაიცემა დახმარება ნაღდი ფულის სახით?
მობილურობის ცენტრის დაფინანსებით თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ სასურველი სასწავლო ან სატრეინინგო კურსი, თუმცა ნაღდი ფულის გაცემა არ შედის ჩვენი დახმარების პაკეტში.
|
|
| 13. |
|
ბავშვებისთვის თუ არის სპეციფიკური დახმარების პაკეტი?
ცალკე ბავშვებისთვის არ არის გამოყოფილი კონკრეტული დახმარების პაკეტი, თუმცა ჩვენ გთავაზობთ ქართული ენის შემსწავლელ კურსებს მათთვის.
|
|
| 14. |
|
ეხმარება მობილურობის ცენტრი დაბრუნებულ მიგრანტებს სამსახურის მოძიებაში?
დიახ, დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ მობილურობის ცენტრს.
|