დაცული საზღვრები, უსაფრთხო მიგრაცია

ჩვენ შესახებ

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას მიგრაციის სფეროში. ის 1951 წელს დაარსდა და მსოფლიო მასშტაბით საქმიანობს. საქართველოში IOM 1993 წლიდან მუშაობს. ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში IOM სახელმწიფო სააგენტოების და მიგრანტების მხარდასაჭერად მრავალ საქმიანობას ახორციელებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს საქართველოს საზღვრის დაცვის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის და  უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობების ხელშესაწყობად პოტენციური მიგრანტების ინფორმირების მიმართულებით.

ინფორმირებული მიგრაციის ვებგვერდი მუშაობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)" ფარგლებში. პროექტის მიზანია:

  • საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებლობების გაძლიერებითა და სპეციალური აღჭურვილობის შეძენით; 
  • საქართველოში მიგრაციის მართვის პოტენციალის განვითარება ექსპერტიზის უზრუნველყოფით ისეთ თემებზე, როგორიცაა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, დაბრუნების მართვა, მიგრაცია და განვითარება და სხვ.;
  • საქართველოს მოსახლეობის და პოტენციური მიგრანტების ინფორმირება ევროპაში მიგრაციის ირგვლივ აქტუალური საკითხების და უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობის შესახებ. 

SBMMG პროექტი 2017 წლის ნოემბერს დაიწყო და 2020 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.