ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

დროებითი შრომითი მიგრაცია

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ხელს უწყობს კანონიერი დროებითი შრომითი მიგრაციის სქემების განვითარებას, რაც უკანონო მიგრაციის შემცირების ალტერნატიული გზაა.

პროექტის ფარგლებში IOM მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის პოტენციალის განვითარებას შრომითი მიგრაციის მართვისა და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის სფეროში, ასევე კონკრეტულ პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დროებით კანონიერ დასაქმებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს უცხოელი დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ვაკანსიის შესაბამისი პროფილის, გამოცდილებისა და უნარების მქონე პოტენციური შრომით მიგრანტების დახმარებას დამსაქმებელთან დაკავშირებაში,  საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში, გამგზავრების ორგანიზებაშიყველა შრომით მიგრანტს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე უტარდებათ გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგი.

ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ამ ვებ-გვერდზე, ისე  დასაქმების სხვა ვებ-გვერდებსა და პროექტის SBMMG Facebook გვერდზე

მიმდინარე ვაკანსიები:

თერმოიზოლაციის სპეციალისტები

საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლი

შემდუღებელი

გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგები შრომითი მიგრანტებისთვის

შრომით მიგრანტებს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე უტარდებათ სპეციალური ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც მიეწოდებათ ინფორმაცია მიმღებ ქვეყანაში შრომითი მიგრანტების დროებითი კანონიეროი დასაქმების შესაძლებლობების, მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების შესახებ, ასევე ინფორმაცია მიმღები ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციების, გამგზავრების, ჩასვლისა და ცხოვრების პირობების, ეროვნული კულტურისა და ეტიკეტის შესახებ, რომელთა ცოდნა მათ დაეხმარება წარმატებულ შრომით საქმიანობასა და ახალ გარემოსთან ადაპტაციაში.

2018 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, ჩატარდა 3 გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგი, როემლსაც დაესწრო პოლონეთში დასაქმების მსურველი 14 შრომითი მიგრანტი.