ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, ნებისმიერ 180 დღეში მხოლოდ 90 დღე შეუძლიათ. ტერიტორიაზე ცხოვრების ნებართვის ან გრძელვადიანი ვიზის გარეშე 90 დღეზე მეტი დროით დარჩენა არის უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გაძევება ან/და ფულადი ჯარიმა ან/და შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით. 

ხშირად დასმული კითხვები შენგენის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის შესახებ

შენგენის ზონაში ყოფნის პერიოდის გადამოწმების კალკულატორი

ჩამოტვირთე Schengen/EU APP მობილური აპლიკაცია Google და App Store-იდან და itunes-იდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას გამოითვალონ შენგენის ზონაში გატარებული და უვიზო მიმოსვლის წესების შესაბამისად, დარჩენილი დღეების რაოდენობა.

გაწევრიანდი IOM-ის FB ჯგუფში "უვიზოდ ევროპაში" და გაეცანი პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე. 

ძნელია გაითვალისწინო რჩევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიგრაცია შენთვის ერთადერთი გამოსავალია. თუმცა, უვიზო მიმოსვლა გვაძლევს შანსს ავირჩიოთ უსაფრთხო, კანონიერი მიგრაციის გზები, რომ ვიყოთ დაცულნი. რა მიზნითაც არ უნდა აპირებდე გამგზავრებას, დაგეგმე შენი მოგზაურობა და იყავი ინფორმირებული. მიმართე IOM-ის მიგრანტთა რესურს ცენტრებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. კონსულტაცია შეგიძლია ასევე გაიარო ონლაინ, www.informedmigration.ge ვებგვერდის ან FB ჯგუფის უვიზოდ ევროპაშის საშუალებით.