ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

სწავლა საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ სწავლა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ დამატებითი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება. შესაძლებლობები ბევრია, მაგრამ მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ინფორმაციის კრიტიკული შეფასება იმის გადასაწყვეტად, თუ რა უკეთესია შენთვის, საქართველოში არსებული შესაძლებლობების გამოყენება თუ საზღვარგარეთ სწავლა.   

თუ უმაღლესი განათლების მიღებას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გეგმავ, ეწვიე ევროკომისიის ვებ-პორტალს Study in Europe და მიიღე სასარგებლო ინფორმაცია 30-ზე მეტი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის და სტიპენდიების მოპოვების შესახებ.

საზღვარგარეთ სწავლის შესახებ საინტერესო ინფორმაცია შეგიძლია მოიძიო საქართველოს განათლების სამინისტროს გვერდზე.