ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია

IOM საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით და ეყრდნობა 4P პრინციპს: დაცვა (protection), ეფექტიანი სისხლის სამართლის დევნის უზრუნველსაყოფად შესაძლებლობების გაძლიერება (prosecution), პრევენცია (prevention) და NGO-ებთან და საერთაშორისო საზოგადოების სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა (partnership).

პრევენცია გამოსწორებაზე უკეთესია; ამ მიდგომით IOM ატარებს საინფორმაციო კამპანიებს საქართველოში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, მოუწოდებს მოსახლეობას შეატყობინოს შესაბამის დაწესებულებებს საეჭვო შემთხვევების შესახებ და აძლიერებს დაუცველ ჯგუფებს ინფორმაციის მიწოდებით იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან თავი ადამიანით მოვაჭრეების რეკრუტირების ტაქტიკისგან.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:

IOM-ის ცხელი ხაზი: 291 34 61

სახელმწიფო ფონდი: 116 006

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი: 241 17 14

      

IOM-ის სასკოლო განათლების კამპანია ტრეფიკინგის თავიდან ასაცილებლად საქართველოში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოზარდთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლებში დანერგა გაკვეთილები ტრეფიკინგის პრევენციის საკითხებზე.

ჩამოტვირთე სასკოლო წიგნები:

IX კლასის სახელმძღვანელო

X კლასის სახელმძღვანელო