ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

შრომითი ექსპლუატაცია

თუ მიგრანტები სამუშაოდ უკანონოდ მიემგზავრებიან, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ არაკეთილსინდისიერმა დამსაქმებლებმა მათი დაუცველობა ბოროტად გამოიყენონ. 

შრომითი ექსპლუატაცია შესაძლოა გულისხმობდეს შეზღუდულ თავისუფლებას, გადაადგილებას და არჩევანის უფლებას, ფიზიკურ ძალადობას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შეზღუდულ წვდომას ჯანდაცვის და სხვა აუცილებელ მომსახურებაზე. 

შრომით ექსპლუატაციას ასევე ახასიათებს ჯანმრთელობისთვის საზიანო პირობებში, დაპირებულთან შეუსაბამო ან საერთოდ ანაზღაურების გარეშე შრომის იძულება. 

მეტად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლამდე მაქსიმალურად ეცადო შეაგროვო ინფორმაცია, რომ შეგექმნას იქ მუშაობის და ცხოვრების პირობებზე რეალური წარმოდგენა.