ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნა

ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველომ სტაბილური პროგრესი განიცადა და საერთაშორისო საზოგადოებამ ის უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. 

საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით ეს ნიშნავს იმას, რომ, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეები იმის საფუძველზე, რომ მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე ან ხდება მათი დევნა, უცხო ქვეყნებში თავშესაფარს ვერ მიიღებენ. უმეტეს შემთხვევაში, ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი სწრაფ ვადებში განიხილება და უსაფუძვლოდ ჩაითვლება. 

უსაფუძვლო განაცხადის შემთხვევაში, სავარაუდოდ მოხდება პიროვნების საქართველოში დაბრუნება. თუ პიროვნება უარს იტყვის ნებაყოფლობით დაბრუნებაზე, ევროპის ქვეყნები მას იძულებით დააბრუნებენ (დეპორტი). დეპორტის შემთხვევაში, ხშირად ადგილი აქვს ხელახალი შესვლის აკრძალვას და მიუხედავად უვიზო რეჟიმის ხელმისაწვდომობისა, პიროვნებას რამოდენიმე წლის მანძილზე აღარ ექნება უფლება შევიდეს ევროკავშირში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდი IOM-ს ნომერზე 2913461