მიგრაციის სფეროში მიმდინარე საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ევროკავშირის მხარდაჭერით IOM თბილისში და რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. შეხვედრების თემაა უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობა და ის რისკები, რომლებიც, როგორც წესი, ახლავს უკანონო მიგრაციას. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები იღებენ განახლებულ ინფორმაციას უვიზო მიმოსვლის პირობებზე, მიღწევებზე შრომითი მიგრაციის სფეროში, საზღვარგარეთ სწავლაზე. გჯუფური სამუშაოების და როლური თამაშების დახმარებით იმართება საინტერესო დისკუსიები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნის მეტად საინტერესო და სენსიტიურ თემებზე.