ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

SAFE: ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში ინტეგრირებული საზღვრის მართვის პროექტი

2019 წლის დეკემბერში, ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ფარგლებში, IOM-მა ინტეგრირებული საზღვრის მართვის პროექტის (ხანგრძლივობა: 30 თვე) განხორციელება დაიწყო. 

პროექტის მთავარი ბენეფიციარია შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს). შსს-ს შემდეგი ჯგუფები წარმოადგენენ პროექტის სამიზნეს: სასაზღვრო პოლიცია (რომელიც პასუხისმგებელია მწვანე და ლურჯ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე) და საპატრულო პოლიცია (რომელიც პასუხისმგებელია ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტის საიმიგრაციო კონტროლზე). პროექტის ბენეფიციარი სხვა უწყებები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შემოსავლების სამსახური. დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, რომლის პასუხისმგებლობაში შედის მიგრაციასთან დაკავშირებული აქტივობების კოორდინირება.   

პროექტი მოიცავს სათვალთვალე და საკომუნიკაციო სისტემები, იდენტობის მართვის აღჭურვილობის, სატრანსპორტო და მცურავი საშუალებები მესაზღვრეებისთვის, რაც მათ საზღვრებზე უკანონო მოქმედებების გამოვლენაში დაეხმარება და გააძლიერებს მსგავსი ქმედებების აღკვეთის შესაძლებლობებს. ამასთან, სწრაფი რეაგირების მცურავი საშუალებები გააძლიერებს სანაპირო დაცვის ეფექტიანობას და საზღვაო საძიებო-სამაშველო ოპერაციებს.   

IOM განავითარებს ინტეგრირებული საზღვრის მართვის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მექანიზმს. პროექტის ფარგლებში მოხდება შესაბამისი უწყებების ჩართულობით PNR სისტემის ჩამოყალიბება, რაც გააძლიერებს საზღვრის მართვის შესაძლებლობებს და მხარს დაუჭერს SBMMG პროექტის ფარგლებში დაგეგმილი API სისტემის მუშაობას. ჩატარდება შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართლი სხვა აქტივებებიც, როგორც არის შსს-ს აკადემიისთვის ტრენინგის მოდულების და სასაზღვრო პოლიციისთვის მოწინავე დისტანციური სწავლების განვითარება.  

პროექტის ბროშურა