ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ტრენინგი მიგრაციის და განვითარების თემაზე

IOM-მა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, 11 - 15 ივნისის პერიოდში საქართველოში ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს თემაზე - "მიგრაცია და განვითარება".

კურსის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ადგილობრივი განვითარებისთვის აუცილებელი მიგრაციის ხელშემწყობი ფაქტორების გააზრებაში და განვითარების სტრატეგიებში მიგრაციის გათვალისწინებაში. თბილისში იმერეთის (დასავლეთ საქართველო) და კახეთის (აღმოსავლეთ საქართველო) თვითმმართველობის 20-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, IOM-ის წარმომადგენლებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად მათ გაცვალეს აზრები და წარმოადგინეს სხვადასხვა ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია საქართველომ ქვეყნის განვითარების მიზნით გამოიყენოს ის რესურსები, რომლებსაც მიგრანტები ქმნიან.

ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შემდგომი აქტივობები წლის ბოლოს და 2019 წელსაც იგეგმება.