ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს COVID-19-ისგან დამცავი პერსონალუი აღჭურვილობა გადასცა

2020 წლის 22 აპრილს IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მიგრაციის დეპარტამენტს COVID-19-ისგან დამცავი პერსონალური აღჭურვილობა გადასცა. დამცავი ბიოკომბინიზონები, სახის დამცავი ფარები, რესპირატორები და ერთჯერადი ხელთათმანები ხელს შეუწყობს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების ეფექტიან მუშაობას და შეამცირები COVID-19-ის გავრცელების რისკს როგორც მათთვის, ასევე მიგრანტებისთვის, რომლებთანაც ისინი ყოველდღიურად კონტაქტობენ. ეს გულისხმობს მიგრანტებს, დროებით განთავსების ცენტრში და მიგრანტებს, რომლებიც წარმოშობის ქვეყნებში რეადმისიის პროცედურების გათვალისწინებით ბრუნდებიან. აღჭურვილობის შეძენა მოხდა ევროკავშრის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში.