ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

IOM-მა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე საქართველოს სასაზღვრო კონტროლის ოფიცრებისთვის ტრენინგი ჩაატარა

12-13 ნოემბერს IOM-მა საქართველოს საპატრულო  პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის 25 თანამშომლისათვის ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე კურსი ჩაატარა.

 

აღნიშნული კურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, რომელიც საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკის კოორდინირებას ახდენს, და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე თანამშრომლობის მართვის ევროპულ სააგენტოსთან (Frontex) თანამშრომლობით ჩატარდა. Frontex-ის გამოცდილება განსაკუთრებით რელევანტურია სასაზღვრო კონტროლის დროს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

 

ტრეფიკინგის შესაძლო მსხვერპლთა ამოცნობის, გასაუბრების ტექნიკის, გადამისამართების და შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების და მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მომუშავე სააგენტოების მიერ შემდგომი დახმარების შესახებ პრეზენტაციები და პრაქტიკული ტრენინგები ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემთხვევებს, როდესაც საქართველოში ბავშვები ქუჩაში იძულებით სამათხოვროდ, არაფორმალური დასაქმების  ან პროსტიტუციაში ჩასაბმელად ჩამოჰყავთ.

 

ტრენინგი საქართველოში ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტისსაქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)ფარგლებში ჩატარდა .