21 ივლისს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით, საზღვრის ინტეგრირებული მართვის საკითხებზე, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მსვლელობისას IOM-მა მიმდინარე პროექტები და აქტივობები წარადგინა, ასევე მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ (SBMMG), IOM ტრადიციულად ატარებს დონორთათვის აღნიშნული სახის საკოორდინაციო შეხვედრებს საქართველოში.