ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

IOM-ის ლაივ საკონსულტაციო სესია COVID-19-ის დროს ათასობით საზღვარგარეთ მყოფი ქართველისთვის ჩატარდა

2020 წლის 6 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე თბილისიდან განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პირდაპირი ჩართვა. 1 საათის განმავლობაში  IOM-მა ისაუბრა ახალი კორონავირუსის, COVID 19-ის პანდემიის პირობებში მიგრაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, ახალ რეალობაში ორგანიზაციის საქმიანობაზე, მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობებზე და უპასუხა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების შეკითხვებს.

კონსულტაციას ძირითად დანიშნულების ქვეყნებში მყოფმა 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მოუსმინა. საბერძნეთში, იტალიაში, პოლონეთში, გერმანიაში, თურქეთში, საფრანგეთში, სლოვაკეთში, კვიპროსში, ესპანეთში, ისრაელში, შვედეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში მყოფმა ქართველებმა, რომლებიც COVID-19-ის პირობებში სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, IOM-ს 500-მდე კითხვით მიმართა. მათი კითხვები ეხებოდა დაბრუნების შესაძლებლობებს და ახალი კორონავირუსით განპირობებული შეზღუდვების გამო უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევასთან დაკავშირებულ თემებს. ბევრი კითხვა ჰქონდათ შრომით მიგრანტებსაც COVID-19-ის შემდეგ მგზავრობის და დასაქმების შესაძლებლობებზე.

COVID-19-ის საპასუხოდ, ევროკავშირის მხარდაჭერით, IOM სოციალური ქსელებით და მისი ჯგუფის უვიზოდ ევროპაში საშუალებით აქტიურად პასუხობს საზღვარგარეთ მყოფი იმ საქართველოს მოქალაქეების კითხვებს, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. 

იხილე ლაივ საკონსულტაციო სესია