ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

IOM განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მგზავრთა მონაცემების შეგროვების სფეროში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში, IOM განაგრძობს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერას მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის პროექტის განხორციელების მიმართულებით. 11-13 თებერვალს დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულმა ექსპერტმა ენდრიუ პრისტლიმ, IOM-ის წარმომადგენლებთან ერთად, სიღრმისეული შეხვედრები ჩაატარა მონაწილე უწყებებთან და განიხილა მგზავრთა წინასწარი მონაცემების შეგროვების სფეროში მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს მოთხოვნების საპასუხო შეთავაზებები. მგზავრთა წინასწარი მონაცემების პროექტი საშუალებას მისცემს სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს აეროპორტში ჩაატარონ ჩამომსვლელი მგზავრების შემოწმება. ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას, გააუმჯობესებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას  და მგზავრთა გამტარიანობას. აპრილის დასაწყისში საქართველოს მთავრობა საქართველოში მოიწვევს  მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც დეტალურად ისაუბრებენ საკუთარ პროდუქტებზე.