ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ტრეფიკინგი და ოჯახური ძალადობა ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის კონტექსტში

5 ივლისს IOM-მა ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს თემაზე "ტრეფიკინგი და ოჯახური ძალადობა ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის კონტექსტში" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხების მიმღები ცენტრის თანამშრომლებისთვის.  

ტრენინგის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა  საქართველოს პოლიტიკზე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, კრიმინალური პოლიციის და ATIP სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მათი როლი მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და გადამისამართების კუთხით და IOM-ის წარმომადგენელმა მონაწილეებს წარუდგინა თავშესაფრის სიტუაციაში მყოფ ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების საერთაშორისო პრაქტიკა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ტრენინგზე მონაწილეებისთვის ოჯახური ძალადობის თემაზე ისაუბრა.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და განეხილათ ტრეფიკინგის უახლესი შემთხვევები. შედეგად, ისინი უკეთ მოახერხებენ გაიაზრონ ის სირთულეები, რომლებსაც დაუცველი მიგრანტები ხვდებიან.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში IOM განარძობს ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით სამინისტროს მხარდაჭერას.