ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

სტაჟიორ-პროკურორების ტრენინგი მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის თემაზე

2018 წლის 22 ივნისს, თბილისში 21 ახალგაზრდა სტაჟიორ-პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურის სათაო ოფისში მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის თემაზე ერთდღიან ტრენინგს დაესწრო. ტრენინგს უძღვებოდა IOM-ის წარმომადგენელი და მასში მონაწილეობდა მოწვეული სტუმარი პროკურატურის დეპარტამენტიდან, რომელიც პასუხისმგებელია მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. მონაწილეებმა განიხილეს ტრეფიკინგთან ბრძოლის სპეციფიკა და უკანონო საზღვრის კვეთის, ტრეფიკინგის და საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის განსხვავებული მახასიათებლები. ტრენინგის გახსნაზე ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა მიმოიხილა საერთაშორისო სახემძღვანელო პრინციპებთან სახელმწიფო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მნიშვნელობა, როგორიცაა გაეროს პროტოკოლი მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანაზე, რომელიც საქართველომ ბოლო ათწლეულის განმვალობაში შეასრულა.

 

აღნიშნული ტრენინგი იმ ღონისძიებების ნაწილია, რომლებსაც IOM ბოლო რამდენიმე წელია მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ახროციელებს. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით SBMMG პროექტის ფარგლებში ჩატარდა.