ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

სახელმწიფო უწყებებისთვის IOM-ის ახალი პროექტების პრეზენტაცია

14 თებერვალს IOM-მა მონაწილეობა მიიღო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) მიერ ორგანიზებულ საკოორდინაციო შეხვედრაში, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ სახელმწიფო უწყებებს წარუდგინა ევროკავშირის მიერ SBMMG პროექტისთვის დამატებითი დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.  პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით. ევროკავშირის ქვეყნებში თვშესაფრის სისტემის ბოროტად გამოყენების საპასუხოდ პროექტის ფარგლებში ასევე უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტების ჩართულობა.

SBMMG პროეტის ფარგლებში დაგეგმილი და ახალი აქტივობების 2021 წლის მარტამდე დასრულდება.  

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე მსსკ-ს ვებგვერდს