ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საქართველო ევროკავშირში არაკანონიერი მიგრაციისთვის ტრანზიტულ გზად რჩება

ცოტა ხნის წინ, ორი ბანგლადეშელი მიგრანტი საქართველო-თურქეთის საზღვარზე თოვლში გარდაცვლილები იპოვეს. სხვა ბანგლადეშელი მიგრანტის თქმით, რომელიც მათ ბედს გადაურჩა, ისინი თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლას უკანონოდ გადამყვანის დახმარებით ცდილობდნენ. ეს ტრაგიკული შემთხვევა პირველი არ არის და გამოხატავს საზღვარზე უკანონოდ გადამყვანების ცინიკურ დამოკიდებულებას, როდესაც მათ საქართველოში, ცივი ზამთრის პერიოდში, ადამიანებისგან შემდგარი ტვირთი მაღალმთიანი რეგიონების გავლით მიჰყავთ.    

ქართულმა ტელეარხმა "იმედმა" მიგრანტთა გარდაცვალების თემაზე სიუჟეტი გააკეთა. უკანასკნელი ორი თვის მანძილზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ  4 ჯგუფი, მათ შორის 11 ბანგლადეშის, 4 უზბეკეთის და 2 შრი-ლანკას მოქალაქე დააკავა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანი რეგიონის გავლით თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ასევე დააკავეს საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტები არ არის სპონტანური და სავარაუდოდ ორგანიზებულია უკანონოდ გადამყვანთა ჯფუგების მიერ. 

IOM განაგრძობს საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნული მხარდაჭერა ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" ფარგლებში გაგრძელდება.