ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საქართველოს საზღვრის კონტროლის ოფიცრები ევროკავშირის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პრაქტიკას გაეცნენ

26-27 ივნისს, შვედეთის გენდერული თანასწორობის სააგენტოს ორმა ექსპერტმა, საქართველოს საზღვრის კონტროლის 32 ოფიცერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან პრაქტიკაზე ტრენინგი ჩაუტარა. პოლიციის აკადემიაში გამართული ტრენინგი მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის) და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთვის იმ სახელმძღვანელო პრინციპების გაცნობას,  რომლებიც 2017 წელს საქართველოს მთავრობამ საზღვრის მართვის კონტექტში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შეიმუშავა.

ექსპერტები შვედეთიდან უკვე დიდი ხანია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოღვაწეობენ. მათ ქართველ კოლეგებს საკუთარი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს ტრეფიკინგის შესაძლო მსხვერპლთა იდენტიფიცერების მეთოდები, ეფექტიანი გასაუბრების ჩატარების ტექნიკა, სპეციალიზებულ სააგენტოებთან გადამისამართება მათთვის შესაბამისი შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.  სპეციალიზებულ სააგენტოებთად გადამისამართება.

ტრენინგი იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში განხორციელდა.