ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მხარდაჭერით API/PNR პროექტის განვითარებაზე მუშაობს

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის / მგზავრთა მონაცემების რეგისტრაციის (API/PNR) სფეროში პოლიტიკის და ინტიტუციონალური საკითხების მოგვარების მიმართულებით. ამ მიზნით, 2018 წლის 17 - 20 სექტემბერს, IOM-ის ორგანიზებით ჩატარდა ორმხრივი საკონსულტაციო სემინარები. 

დამუკიდებელი ბრიტანელი ექსპერტის, ენდრიუ პრისტლის მხარდაჭერით, სამი ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურის - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული ტექნიკური სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა - განიხილეს საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები და API მონაცემების ავტომატური მიწოდების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ნაბიჯები. 

შეხვედრა ჩატარდა საქართველოში მოქმედი ავიახაზების წარმომადგენლებთანაც და მოეწყო შემაჯამებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა. 

IOM-ის მხარდამჭერი პროგრამის შემდეგი ნაბიჯია საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში, რომელიც 24 - 26 სექტემბერს იგეგმება.