ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საქართველოს და შრი-ლანკას თანამშრომლობა მიგრანტთა დაბრუნების მართვის სფეროში

12 და 13 ივლისს შრი-ლანკას სამთავრობო დელეგაცია მიგრანტთა დაბრუნების და რეადმისიის სფეროში თანამშრომლობის მოდალობების განსახილველად საქართველოს ესტუმრა. 

რეადმისიის ხელშეკრულება ევროკავშირს და საქართველოს შორის ითვალისწინებს მესამე ქვეყნის მოქალაქეების რეადმისიას საქართველოდან და ავალდებულებს საქართველოს განავითაროს თანამშრომლობის მექანიზმები ამ მიმართულებით. 2013 წლიდან საქართველომ დაბრუნების მართვის სფეროში თანამშრომლობის თხოვნით  აზიისა და აფრიკის ქვეყნებს მიმართა, მაგრამ ამ ეტაპე ინფორმაციის გაცვლის და ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების მიმართულებით საქართველოს წინსლვა არ ჰქონია.  IOM-მა საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა მხარდაჭერა ექსპერიზის და წარმოშობის ქვეყნებში ოპერატიული წარმომადგენლობების საშუალებით. შრი-ლანკას დელეგაციის ვიზიტი აღნიშნული მიმართულებით IOM-ის მხარდაჭერის პირველი მაგალითია და IOM დარწმუნებულია, რომ მომავალში მსგავსი ხასიათის ბევრი ვიზიტი განხორციელდება. 

აღნიშნული საქმიანობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" ფარგლებში განხორციელდა.