ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საქართველოსა და საბერძნეთის საზღვრის კონტროლის დეპარტამენტთა წარმომადგენლებმა უვიზო მიმოსვლაზე ისაუბრეს

4 მარტს ათენის აეროპორტის პოლიციის წარმომადგენელმა საქართველოს საპატრულო პოლიციის 49 თანამშრომელთან ონლაინ შეხვედრა გამართა და კოლეგებთან საქართველოდან საბერძნეთში უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა.

2.5 საათიანი შეხვედრისას ბერძენმა ექსპერტმა ქართველ კოლეგებთან ქვეყანაში შესვლის მოთხოვნები, მგზავრობისთვის აუცილებელი საბუთები, 90 დღიანი ვადის დარღვევის შესაძლო შედეგები და COVID-19-თან დაკავშირებული ის შეზღუდვები მიმოიხილა, რომელიც ამ ეტაპზე ზღუდავს უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის.

აღნიშნული ღონისძიება IOM-მა, საქართველოში საბერძნეთის საელჩოს დახმარებით, აპრილში ქუთაისიდან და თბილისიდან საბერძნეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენამდე ჩაატარა.

2021 წლის 1 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენგენის ზონის მიმართულებით გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დოკუმენტების შემოწმებაზეა პასუხისმგებელი, რათა მგზავრობის მიზანი და საჭირო დოკუმენტები უვიზო მიმოსვლის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

ბერძენ და ქართველ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა 2021 წლის პირველ ნახევარში IOM-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ნაწილია, რომელიც საქართველოდან ევროკავშირში უკანონო მიგრაციის შესამცირებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდასაჭერად იმართება.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მრავალწლიანი პროექტის, "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" (SBMMG), ფარგლებში ჩაატარა.