ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდებში API/PNR თემაზე

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში IOM-მა ორგანიზება გაუკეთა საქართველოს მთავრობის შვიდი წარმომადგენლის ვიზიტს ნიდერლანდებში. დელეგაცია მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის (API) სასაზღვრო სამიზნე ცენტრს ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო ცენტრის მუშაობის გაცნობა და იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლება მგზავრთა წინასწარი მონაცემების გამოყენებით მოხდეს ანალიზის გაუმჯობესება. 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 25 - 26 სექტემბერს ჩატარდა, API პროექტის წამყვანი სააგენტოს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის სასაზღვრო სამიზნე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ. ცენტრი ნიდერლანდების სასაზღვრო კონტროლზე პასუხისმგებელი უწყების (“Koninlijke Marechaussee”) დაქვემდებარებაშია. დელეგაცია გაეცნო ცენტრის მუშაობას, ავიახაზებთან ურთიერთობის მენეჯერის მნიშვნელოვან როლს, ამსტერდამის აეროპორტის მესაზღვრეების მუშაობას, API მონცემების დამუშავების და სასაზღვრო კონტროლის პროცედურების დროს მათი გამოყენების პროცესს.

ვიზიტის მეორე დღეს მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ნიდერლანდების API სისტემის ტექნიკური ასპექტები, რაც მოიცავს მონაცემთა უსაფრთხო გადაცემას, შესაძლო ტექნიკურ სირთულეებს, რამაც შეიძლება შეაფერხოს ცენტრის მუშაობა, მონაცემთა ხარისხის კონტროლს და იურიდიულ საკითხებს. ვიზიტის ბოლოს API ცენტრის დირექტორმა მონაწილეებისთვის ჩაატარა ყოვლისმომცველი პრეზენტაცია ვიზიტის მანძილზე განხილულ ყველა თემაზე.

ზოგადად, ვიზიტის ფარგლებში მოხდა ბევრი იმ ტექნიკური და იურიდიული საკითხის განხილვა, რასაც საქართველოს მთავრობა საქართველოში მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის სისტემის განვითარების კომპლექსურ პროცესში ხვდება. ვიზიტი IOM-ის ორგანიზებით განხორციელდა. ევროკავშირის დახმარებით IOM განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭრას API/PNR სისტემის ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განვითარების მიმართულებით.