ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

სამგზავრო და პირველადი დოკუმენტების შემოწმების ტრენინგი

შვედეთის მიგრაციის სააგენტოს ორმა ექსპერტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე განყოფილების თანამშრომლებისთვის 8-9 ოქრომბერს სამგზავრო და პირველადი დოკუმენტების შემოწმების ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგი ძირითადად პრაქტიკული ხასიათის იყო და მან საშუალება მისცა მონაწილეებს შეემოწმებინათ სამგზავრო და პირველადი დოკუმენტები ეგვიპტიდან, თურქეთიდან, ერაყიდან და თავშესაფრის მაძიებელთა სხვა წარმოშობის ქვეყნებიდან. შვედ ტრენერებთან ერთად მონაწილეებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომლებსაც შეიძლება თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის კონტექსტში და თავშესაფრის მაძიებლებთან გასაუბრების პროცესში დოკუმენტების შემოწმების დროს შეხვდნენ. 

ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში განხორციელდა. 2019 წელს IOM საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის დოკუმენტების შემოწმების სფეროში დამატების ტრენინგებს გეგმავს. 

იხილე  მეტი პოლიციის აკადემიის ვებგვერდზე