ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საინფორმაციო შეხვედრები იმერეთის მხარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებთან

12-23 აგვისტოს, ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ინიციატივითა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, ასევე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატებთან ჩატარდა ფართომასშტაბიანი  საინფორმაციო შეხვედრები თემაზე „მიგრაცია და ადგილობრივი განვითარება“. შეხვედრებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიგრანტების ეკონომიკური პოტენციალის ადგილობრივი განვითარებისათვის გამოყენებასა და ამ მიზნით საინვესტიციო შესაძლებლობების აღწერის საჭიროებაზე. IOM-ის წარმომადგენლებმა შეხვედრების 400-დე მონაწილეს გააცნეს მათ მიერ მომზადებული „საინვესტიციო შესაძლებლობების აღწერის გზამკვლევი“, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს საინვესტიციო შესაძლებლობების აღწერა.

აღწერის შედეგების სისტემატიზაცია და ქართული დისპორისთვის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებით მიგრანტების  დაინტერესებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მისი რეგიონების განვითარების დაჩქარებისთვის.