ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის შესახებ განახლებული ინფორმაცია საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის

საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა IOM-ის შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული საქმიანობის დღის წესრიგის მუდმივი ნაწილია და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში ხორციელდება. დეკემბრის პირველ კვირაში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, სასაზღვრო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის ოფიცრებისთვის, სულ 42 მონაწილესთვის, ჩატარდა კურსები თბილისში და ბათუმში.

ბრიტანელმა ექპერტმა ბენ ნიკოლსმა ქართველ კოლეგებთან ერთად ევროკავშირში უკანონო მიგრაციის თანამედროვე ტენდენციები და მეთოდოლოგიები განიხილა, როგორებიცაა ოპერატიული ინფორმაციის მნიშვნელობა და გაჭირვებაში მყოფი მიგრანტებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება (დებრიფინგი)  კრიმინალური დაჯგუფებების და ორგანიზებული უკანონო გადაყვანის ჯგუფების გამოსავლენად.  ტრენერმა ასევე ისაუბრა მრავალმხრივი თანამშრომლობის და ოპერატიული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპოლი და IOM. 

მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის უკანონო კვეთა მკაცრად ისჯება, საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს ნაკლები გამოცდილება აქვთ უკანონო გადაყვანის ოპერაციების უკან მდგომი კრიმინალების დაკავებაში და შესაბამისად, საქართველოში ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკა ნაკლებად არის დანერგილი. ამ მიზეზით, IOM განაგრძობს აღნიშულ სფეროში საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას და ცნობიერების ამაღლებას.

ევროკავშირის დაფინანსებით SBMMG პროექტი 2020 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.