ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

პირველი მიგრაციის მართვის სემინარი SBMMG-ის ფარგლებში

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (სსმკ) სამდივნოს ორგანიზებით 2017 წლის 5 – 7 დეკემბერს მიგრაციის მონაცემთა და მიგრაციის მართვის სხვა პრინციპების თემაზე სემინარი ჩატარდა. სემინარს უძღვებოდა ჯონ სიმონსი დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მისი მთავარი თემა იყო მიგრაციის ანალიზის მიზნით მონაცემთა ინტეგრაცია და ხარისხის უზრუნველყოფა. სემინარის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და მიგრაციის ერთიანი ანალიზის სესტემის განხილვა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მიგრაციის მართვის სფეროში მოქმედი სხვა სტრუქტურების ძალისხმევის შედეგად განვითარდა.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის მიგრაციის სისტემაზე, ინტეგრაციის ჩარჩოსა და ინდიკატორებზე. მიგრაციის მართვის სფეროში მოქმედი სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტმა განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა: ოპერატიული, პოლიტიკის განვითარების და აკადემიური ცოდნის სისტემები, პოლიტიკის განვითარებისთვის საჭირო კვლევის დაგეგმვა და გაზიარება.

 სემინარს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (სსმკ) სამდივნომ უმასპინძლა და ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზღვრის და მიგრაციის მართვა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს IOM 2017-დან 2020 წლამდე განახორციელებს.