ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკური გაშუქების პრინციპები

19 და 27 ივლისს IOM-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ბათუმში და ქუთაისში. ტრენინგის თემა იყო "მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკური გაშუქების პრინციპები" და მას IOM-თან ერთად უძღვებოდა ჟურნალისტი მარინა ვაშაყმაძე.

ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს მიგრაციასთან დაკავშირებული აქტუალური და სენსიტიური საკითხები, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა, შრომითი მიგრაცია, ტრეფიკინგი, საერთაშორისო თავშესაფარი.

შეხვედრის მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გაღრმავება და მათთვის მიგრაციასთან დაკავშირებულ თემებზე უახლესი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში იგივე თემაზე ტრენინგის IOM თელავშიც გეგმავს.