ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

მთავრობის წარმომადგენლებმა Facebook-ზე IOM-ის პირდაპირი ჩართვის დროს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის სფეროში სიახლეები განიხილეს

11 თებერვალს IOM-ის ორგანიზებით Facebook-ზე მოეწყო პირდაპირი ჩართვა „უვიზოდ ევროპაში“ Facebook გვერდის მომხმარებლებისთვის, რომლის საშუალებითაც საგარეო საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უკანასკნელი ცვლილება რომელიც ძალაში  2021 წლის 1 იანვარს შევიდა. აღნიშნული ცვლილება გულისხმობს საქართველოს აეროპორტებში გამგზავრებამდე დოკუმენტების შემოწმებას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ, რომლებიც ევროკავშირის მიმართულებით მიმგზავრებიან, დაცულია შენგენის ზონის მოთხოვნები.

Facebook ჯგუფის წევრებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და დასვეს კითხვები ბევრ სხვა თემებზე, როგორებიცაა გამგზავრებამდე შესამოწმებელი კონკრეტული დოკუმენტების სია, COVID-19-ის გავლენა ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების შესაძლებლობებზე და უახლოეს მომავალში მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს სახმელეთო საზღვრის გახსნის პერსპექტივა.

IOM-ის უსაფრთხო მიგრაციის ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც მოიცავს უვიზო მიმოსვლას, პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ ნაწილია და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.