ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

იტალიელი ექსპერტების ტრენინგი სხეულის ენის შეფასების თემაზე საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის

ორი კვირის მანძილზე იტალიის საბაჟო და მონოპოლიური სააგენტოს ორმა ექსპერტმა სხეულის ენის შესწავლაზე დაყრდნობით საზღვრის კვეთის კონტექსტში საეჭვო მგზავრთა გამოვლენის თემაზე საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

მოწვეულმა იტალიელმა ექსპერტებმა დიდი წვლილი შეიტანეს უნარების განვითარებაში და  მგზავრთა პროფილირების კუთხით, რომლებიც საზღვარს კვეთენ და მათი საეჭვო ქცევა შესაძლო კრიმინალურ საქმიანობაზე მიანიშნებდეს, ფსიქოლოგიური უნარების მნიშვნელობის გააზრებაში.

ეს კურსი მოჰყვა წინა ტრენინგებს, რომლებიც IOM-მა ევროკავშირის დაფინანსებით და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით ჩაატარა. ამჯერად, იტალიელი ექსპერტების კონტრიბუციის მიზანია საქართველოს შემოსავლების სამსახურს ხელი შეუწყოს ფინანსთა აკადემიაში შიდა ტრენინგის უნარების ინსტიტუციონალიზაციაში და ამით შეამციროს უცხოელ ექსპერტებზე დამოკიდებულება. ამ მიზნით, ოქტომბერში IOM იგივე ორი იტალიელი ექსპერტის მონაწილეობით ტრენერთა ტრენინგის კურს ჩაატარებს. 

ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" (SBMMG) პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტი 3 წლის მანძილზე გაგრძელდება და 2020 წლის ნოემბერში დასრულდება.