ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ინფორმირებული მიგრაცია - უსაზღვრო შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის საქართველოში

მიგრაციის სფეროში მიმდინარე საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) თბილისში და რეგიონებში მოსახლეობას ხვდება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)" ფარგლებში, IOM შეხვდა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს თბილისში, რუსთავში,  ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, გონიოში, კაჭრეთში, დედოფლისწყაროში.

შეხვედრების ძირითადი თემაა უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობა და ის რისკები, რომლებიც, როგორც წესი, ახლავს უკანონო მიგრაციას. შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობა იღებს განახლებულ ინფორმაციას უვიზო მიმოსვლის პირობებზე, მიღწევებზე შრომითი მიგრაციის სფეროში, საზღვარგარეთ სწავლაზე. ჯგუფური სამუშაოების დახმარებით იმართება საინტერესო დისკუსიები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნის თემებზე. 

IOM აქტიურად თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდთან. 

ევროკავშირის მხარდაჭერით IOM კიდევ ბევრ საინტერესო შეხვედრას და აქტივობას გეგმავს SBMMG პროექტის ფარგლებში.