ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ავტომანქანები და კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალი გამავლობის ავტომანქანა და 200 რადიოაპარატურის კომპლექტი გადასცა. ავტომანქანები წარმოადგენენ უფრო დიდი 40 ერთეულიანი პაკეტის ნაწილს, რომლის დანარჩენი 30-ის გადაცემა 2021 წლის დასაწყისში განხორციელდება. ეს საშუალებები ხელს შეუწყობს საზღვრებზე უკანონო აქტივობების გამოვლენას და გააძლიერებს მესაზღვრეების პატრულირების, კომუნიკაციის და რეაგირების შესაძლებლობებს.

აღნიშნული პროექტი, რომლის ბიუჯეტია 6 მილიონი ევრო (24 მილიონი ლარი), წარმოადგენს უფრო ფართო - ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს. უკანასკნელ წლებში, ევროკავშირის მიერ დიდი დახმარება იქნა გაწეული საქართველოსთვის მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში და აღნიშნული საშუალებების გადაცემას ასევე მოყვება მნიშვნელოვანი შესყიდვები და სასწავლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას.

326,000 ევროს (1,255,000 ლარის) ღირებულების ავტომანქანები და აღჭურვილობა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში.