ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს და საბერძნეთს შორის საზღვრის მართვის სფეროში თანამშრომლობას

2019 წლის 20-24 მაისის პერიოდში დოკუმენტების შემოწმების ექსპერტი საბერძნეთის პოლიციიდან ჩაატარებს ტრენინგებს საქართველოს საპატრულო პოლიციისთვის ბერძნული სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მახასიათებელ ნიშნებზე. კურსი ჩატარდა თბილისის აეროპორტში და მომდევნო დღეებში ის ასევე ჩატარდება ქუთაისის აეროპორტში და სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე. 

ტრენინგი ორგანიზებულია ევროკავშირის დაფინანსებით, IOM-ის პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)" ფარგლებში. ტრენინგი შემუშავდა საბერძნეთის და საქართველოს საელჩოებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგად და პასუხობს ბერძნული სამგზავრო დოკუმენტების ევროკავშირის ტერიტორიაზე უსაფუძვლოდ შესასვლელად ბოროტად გამოყენების ტენდენციას. ეს ეხება როგორც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში შესასვლელ ტრამპლინად იყენებენ, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ საბერძნეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ხანგრძლივი ბინადრობის უფლების მოპოვებას ცდილობენ.

ტრენინგი საქართველოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესაზღვრეებს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია და უზრუნველყოფს საქართველოს ოფიციალური პირებისთვის დოკუმენტების ბოროტად გამოყენების უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებას. ამასთან, ტრენინგი ხელს უწყობს საქართველოდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით განსაზღვრული  ნიშნულების შესრულებას.