ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში API/PNR პროექტის განვითარებას

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში IOM-მა 2018 წლის 17-18 ივლისს ორგანიზება გაუკეთა უწყებათაშორის სამუშაო შეხვედრას კაჭრეთში. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის (API) და მგზავრთა მონაცემთა ჩანაწერების (PNR) პროექტის განვითარების ხელშეწყობა. დისკუსიას მთავრობის წარმომადგენლებს შორის უძღვებოდა ბატონი ენდრიუ პრისტლი, დამოუკიდებელი ექპერტი დიდი ბრიტანეთიდან და ბატონი ჯეისონ კლარკი, IOM-ის ინტეგრირებული საზღვრის მართვის უფროსი ექსპერტი და საქართველოში IBM პროექტის მენეჯერი.

API/PNR სისტემების ძირითადი მიზანია ავიახაზების მიერ მოწოდებული მგზავრთა მონაცემების უმეტეს წილად ავტომატური დამუშავების და ანალიზის საფუძველზე მეტად ეფექტიანი რისკის მართვის უზრუნველყოფა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მანძილზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის და მისი ოპერატიული ტექნიკური სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო API/PRN სისტემების განვითარების სფეროში დგას და განსაზღვრეს ეფექტიანი განხორციელებისკენ მიმართული სამომავლო გეგმები და ნაბიჯები. ეს მოიცავს შესაბამისი კანონმდებლობის და ხელშეკრულებების მიმოხილვას, რაც აუცილებელია ავიაკომპანიებთან ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

სამუშაო შეხვედრას წინ უსწრებდა ეუთოს შეხვედრა აპრილში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამუშაო შეხვედრა პარიზში, სადაც საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სააგენტოები გაეცნენ API/PNR სისტემებს და მათთან დაკავშირებულ ოპერატიულ საქმიანობას.

საქართველოს მთავრობამ და IOM-მა გამოთქვეს აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის მზაობა, რომ დაინერგოს ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი API/PNR სუსტემები ეფექტიანი საზღვრის მართვის უზრუნველსაყოფად.