ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გააძლიეროს პოლიციის საქმიანობა ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით

ევროკავშირმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პოლიციის საქმიანობისა და ქვეყანაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით 540 პლანშეტური კომპიუტერი გადასცა.

ტექნიკური აღჭურვილობა დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მიმდინარე დანაშაულებრივი ტენდენციების შესახებ არსებული ინფორმაციის ერთგვაროვანი მართვა და ხელი შეუწყოს რისკის ანალიზის სისტემის გაძლიერებას. გამოიყენებენ პირველი ხაზის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ახდენენ საქართველოში, ქალაქების და სოფლების ქუჩების პატრულირებას და მათ შეეძლებათ რეალურ დროში აწარმოონ დანაშაულებისა და ინციდენტების შესახებ ანგარიშგება. ტექნიკური აღჭურვილობა ასევე მისცემს პოლიციის ოფიცრებს საშუალებას, დაუკავშირდნენ შსს-ს სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს და დაუყოვნებლივ გაუზიარონ ანგარიში შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სათაო ოფისს თბილისში.

გადაცემის ღონისძიება, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის დელეგაციის მაღალი თანამდებობის პირების თანდასწრებით გაიმართება, ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში და მას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს.

წინა წლებში ევროკავშირი და IOM მხარს უჭერდნენ შსს-ს ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პოლიციის საქმიანობის განვითარების მიმართულებით, მაგალითად, ბელგიიდან და ავსტრიიდან ექსპერტების მოწვევით, რომლებმაც ქართველ კოლეგებთან ერთად ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პოლიციის საქმიანობის სფეროში არსებული სირთულეები და ეფექტიანი პრაქტიკა განიხილეს.

მეტი ინფორმაცია იხილე აქ