ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას საჰაერო რეისებთან დაკავშირებული რისკების შეფასების მიმართულებით

ევროკავშირი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის (API) სისტემის დანერგვის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საჰაერო რეისებთან დაკავშირებული რისკების შეფასებას. 2019 წლის 2-3 აპრილს თბილისს ესტუმრნენ საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის სფეროში მოქმედი კომპანიები. 

შეხვედრას უძღვებოდნენ IOM-ის ინტეგრირებული საზღვრის მართვის უფროსი ექსპერტი და IBM პროექტის კოორდინატორი ბატონი ჯეისონ კლარკი და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექპერტი მგზავრთა წინასწარი მონაცემების სფეროში ბატონი ენდრიუ პრისტლი. კომპანიების პრეზენტაციები შეაფასეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლება, რომელიც სათავეში უდგას მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის პროექტს და ორი სხვა მთავარი დაინტერესებული სახელმწიფო სტრუქტურის - შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის - წარმომადგენლებმა.  

მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის პროექტი საშუალებას მისცემს სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს აეროპორტში ჩაატარონ ჩამომსვლელი მგზავრების შემოწმება. ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას, გააუმჯობესებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას  და მგზავრთა გამტარიანობას. 

შემდგომ აქტივობად IOM გეგმავს სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას, რომლის დროსაც მონაწილე უწყებებს საშუალება ექნებათ საბოლოო სახე მისცენ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოაყალიბონ მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის გაცვლის სახელმწიფო კანონმდებლობა.

აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება  IOM-ის პროექტის ფარგლებში "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა", რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.