ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას API-ს და PNR-ის დანერგვის მიმართულებით

2020 წლის 26 ივნისს, IOM-ის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვორქშოფი საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც ბრიტანელ ექსპერტთან ერთად განხილულ იქნა საქართველოში მგზავრის წინასწარი მონაცემის (API) და მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) დანერგვის საკითხები. სხვადასხვა ქვეყნების მიერ API და PNR ძირითადად გამოიყენება სასაზღვრო უსაფრთხოების ასამაღლებლად და ამ მონაცემების გამოყენება რეკომენდირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

 

ვორქშოფის მსვლელობისას საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს და ევროკავშირის გაიდლაინებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული მონაცემების ავიაკომპანიებისგან ეფექტურად მიღების საკითხებს.

უკანასკნელი 3 წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხზე IOM-ის ორგანიზებით ჩატარდა სულ 10 შეხვედრა, რა დროსაც ბრინატელი ექსპერტის მოდერირებით განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისთვის API-ს და PNR-ის დანერგვის, საკანონმდებლო და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის კომპლექსური საკითხების განხილვა.

შემდგომ ნაბიჯად, IOM უზრუნველყოფს API/PNR სისტემის დამონტაჟებას, რის შემდეგაც ქართულ მხარეს შეეძლება მგზავრის მონაცემების მიღება და დამუშავება.

IOM-ის ჩართულობა API/PNR-ის საკითხებზე მიმდინარეობს „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა” (SBMMG) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.