ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირის მხარდაჭერით შემოსავლების სამსახური სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს აუმჯობესებს

2019 წლის 23-27 სექტემბერს ლატვიელი ექსპერტები ბათუმს ეწვიენ, სადაც ისინი შემოსავლების სამსახურის და ფინანსთან სამინისტროს წარმომადგენელ ქართველ კოლეგებთან ერთად სანიტარულ და ფიტოსანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლის პროცედურების ევროკავშირის სტანდარტებს განიხილავენ.

ლატვიელი ექსპერტები საკვების და ვეტერინარული კონტროლის სამსახურიდან ორ პრაქტიკულ სასწავლო კურსს ჩაატარებენ შემოსავლების სამსახურის პირველი ხაზის ოფიცრებისთვის, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებზე მუშაობენ. სასწავლო კურსის შედეგად მოხდება სასწავლო სახელმძღვანელოს და ტრენერთა ტრენინგის კურსების განვითარება, რაც ცოდნას ხელმისაწვდომს გახდის შემოსავლების სამსახურის იმ ოფიცრებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში შემომავალი და გამავალი საკვების და ვეტერინარულ კონტროლზე.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა", რომელიც 3 წლის მანძილზე, 2020 წლის 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.