ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირის მხარდაჭერით გრძელდება დიალოგი მიგრაციის და განვითარების მიმართულებით

ბოლო სამი კვირის მანძილზე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, IOM-მა ჩაატარა ინტენსიური კურსები კახეთის და იმერეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თემაზე "კავშირი მიგრაციას და განვითარებას შორის". 

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებისთვის მოხდა იმ კონკრეტული ინსტრუმენტების, გაზიარება, რომლებიც ადგილობრივი განვითარების პოლიტიკაში მიგრაციის გათვალისწინების საშუალებას იძლევა.  ამის მაგალითია საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონტრიბუცია, რაც ხელს უწყობს მათი წარმოშობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომლისთვისაც განსაკუთრებით საინტერესო იყო საზღვარგარეთ ქართული დიასპორის პოზიცია და ის, თუ როგორ შეიძლება, ყველა ჩართული მხარის სასარგებლოდ, საქართველოსთან დიასპორის კავშირების გაძლიერება.

ტრენინგების ეს ციკლი წარმოადგენს ლოგიკურ ნაბიჯს იმ ბაზისური დონის ტრენინგის შემდეგ, რომელიც აღნიშნული ორი რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს 2018 წლის ივნისში ჩაუტარდათ

ტრენინგის მომზადების პროცესში IOM-მა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ მიზნობრივად მოამზადეს დეტალური მასალა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომელსაც ისინი 2019 წელს დაგეგმილი საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში გამოიყენებენ. 

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა" ფარგლებში, რომლიც 2020 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.