ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დოკუმენტების შემოწმების შესაძლებლობების გასაძლიერებლად

1 აგვისტოს IOM-მა დაასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის დოკუმენტების შემოწმების მოწინავე აღჭურვილობის შესყიდვის პროცესი. აღნიშნული აღჭურვილობის შესყიდვა ბრიტანული ფირმის „ფოსტერ ენდ ფრიმანისგან“ მოხდა და დაემატა იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც ევროკავშირმა და IOM-მა ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს.

ამ დახვეწილი აღჭურვილობის ინსტალაციის პროცესის მეთვალყურეობის მიზნით ბრიტანული ფირმის წარმომადგენელი საქართველოს ესტუმრა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დოკუმენტების შემოწმების 8 ექსპერტისთვის ტრენინგიც ჩაატარა. შესყიდული აღჭურვილობა მეტად გააძლიერებს საქართველოს დოკუმენტების შემოწმების ე.წ. „მეორე ხაზის“ შესაძლებლობებს და საშუალებას მისცემს სამართალდამცავ სტრუქტურებს არ ჩამორჩნენ სამგზავრო და წყარო დოკუმენტების გაყალბების უახლეს ტენდენციებს და წვლილი შეიტანონ საქართველოს საზღვრების გაძლიერებასა და დოკუმენტების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“, რომელიც 2017 წელს დაიწყო და 2020 წლამდე გაგრძელდება. 

წაიკითხეთ მეტი