ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირის მხარდაჭერა ავიაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს დაცვის პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, 5-8 ნოემბერს IOM-მა მოიწვია ექსპერტი დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც საქართველოს დაცვის პოლიციის ავიაციის უსაფრთხოების დანაყოფისთვის ტრენინგი ჩაატარა. 

ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში ტრენერმა ისაუბრა აეროპორტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებზე და მონაწილეებს გაუზიარა დიდი ბრიტანეთის გამოცდილება ავიაციის სექტორის დაცვის მიმართულებით. მან ასევე მიმოიხილა მიმდინარე და სავარაუდო სამომავლო ტენდენციები და გამოცდილება.

ტრენინგის მეორე დღეს ექსპერტი ეწვია თბილისის აეროპორტს და მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი ხანმოკლე იყო, ექპერტს უკეთესი წარმოდგენა შეექმნა ოპერატიულ პროცედურებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც აეროპორტის ავიაციის უსაფრთხოების თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში უმკლავდებიან. შედეგად, ექპერტმა ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილი შემდგომი სესიები მეტად მოარგო საქართველოში აღნიშნულ სფეროში არსებულ რეალობას. ტრენინგის ფარგებში მონაწილეები აქტიურად მონაწილეობდნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რომლებიც ძირითადად შემოწმების სხვადასხვა მეთოდებს ეხებოდა.

ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ეს არის  პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ავიაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.