ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირის მიმართულებით საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება

8-9 ივნისს IOM-მა 11 მოსამართლესთან და მათ თანაშემწეებთან ერთად განიხილა საზღვარზე მიგრანთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის თემა და სასამართლოს როლი აღნიშნულდ დანაშაულთან ბრძოლაში. 

სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა წყალტუბოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ოფისმა (დასავლეთ საქართველოში). შეხვედრას IOM-ის წარმომადგენელთან ერთად უძღვებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა გზები. მონაწილეებს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის დანაშაულთან ბრძოლის და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებასთან დაკავშირებული გამოწვევების  თემაზე გამოცდილება გაუზიარეს სასამართლოს წარმომადგენლებმა ახალქალაქიდან, ახალციხიდან, ქუთაისიდან, ცაგერიდან და ბათუმიდან. 

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს კანონდმებლობაში შესატან ცვლილებებზე, მაგ. საზღვრის უკანონო კვეთის დანაშაულის სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებაზე, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს და სასამართლოს ძალისხმევა მიმართოს უფრო სერიოზული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს შესაძლებლობაზე, გადაიხედოს საიმიგრაციო კანონმდებლობა, რომ შემცირდეს კრიმინალური დაჯგუფებების მიერ საქართველოს სატრანზიტო წერტილად გამოყენების შემთხვევები. 

ტრანინგი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებით, IOM-ის პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" ფარგლებში.