ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირის მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სააგენტოებს შორის კოორდინირებული ძალისხმევის მხარდაჭერა

ნოემბრის ბოლო კვირის მანძილზე, IOM-მა, იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეკრიბა საქართველოს საკანონმდებლო და ფინანსური გამოძიების და მონიტორინგის სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში გამოძიების და სასამართლო დევნის მაკოორდინირებელი მექანიზმები.  

ბრიტანელი ექსპერტი პოლ ჰოლმსი ეწვია საქართველოს და შეხვედრის 25 მონაწილესთან ერთად განიხილა ფინანსური გამოძიების ეფექტიანი პრაქტიკა. მან ისაუბრა ტრეფიკიორთა ფინანსური საქმიანობის მნიშვნელობაზე, რაც ხშირად უფრო მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, ვიდრე მსხვერპლთა ჩვენებები, რომლებიც შეიძლება არ იყოს სანდო ან იყოს კრიტიკულად განხილული ადვოკატების მიერ. 

სამართალდამცავი და ფინანსური გამოძიების სტრუქტურების თქმით, ამ ორ უწყებას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მუშაობის ეფექტიანობის ზრდას. ევროკავშირის დაფინანსებით IOM გააგრძელებს ამ პილოტური ინიციატივის მხარდაჭერას მომდევნო თვეების და წლების მანძილზე. აღნიშნული საქმიანობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს მთავრობის სისტემური მხარდაჭერის ნაწილია.