ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

დაინტერესებულმა მხარეებმა SBMMG პროექტის მიღწევები განხილეს

10 ოქტომბერს ევროკავშირის დელეგაციამ IOM-ის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)" პროექტის მიღწევებით დაინტერესებულ მხარეებს მეორე საკოორდინაციო შეხვედრის ფორმატში უმასპინძლა.

IOM-მა საქართველოს მთავრობის პარტნიორ უწყებებს გააცნო წინგადადგმული ნაბიჯები პროექტის ყველა სეგმენტში, რაც მოიცავს საზღვრის მართვას, დანაშაულის პრევენციის მიზნით მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, შრომით მიგრაციას, დაბრუნებას და რეადმისიას და მიგრანტთა რესურს ცენტრების საქმიანობას. 

მსგავსი ფორმატის შეხვედრები იძლევა პროგრესის და სამომავლო ნაბიჯების განხილვის შესაძლებლობას, რაც აუმჯობესებს პროექტის განხორციელების პროცესს და ხელს უწყობს ჩართულ უწებებს შორის საქმიანობის კოორდინირებას.