ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

დათვალიერების ტექნიკური უნარების ტრენინგი შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებისთვის

ევროკავშირის მხარდაჭერით, 23 - 27 აპრილს IOM-მა მოიწვია პოლონელი ექსპერტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებს უკანონოდ და ფარულად საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა საქონლის აგადატანის აღმოჩენის ტექნიკაზე ესაუბრა. მებაჟე ოფიცრებისთვის ეს მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობაა, მათ ევალებათ დაათვალიერონ როგორც პირადი ბარგი, ასევე სატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნული უნარების დასახვეწად ხანგრძლივი გამოცდილებაა საჭირო. სწორედ ამიტომ, IOM-ის ტრენინგი უამრავ პრაქტიკულ სავარჯიშოს მოიცავდა. ტრენინგის ბოლო დღეს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ყველაზე დატვირთულ დროს თბილისის აეროპორტშიც გაევლოთ პრაქტიკა. ტრენერის, რემიგიუს ვოზნიაკის თქმით "მებაჟეები სწავლობენ კონტროლის ფსიქოლოგიას. ეს ტრენინგი მნიშვნელოვანია, რადგან მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მხარეს."

ტრენინგი განმეორებით შემოსავლების სამსახურის 22 მებაჟე ოფიცერისთვის 21 - 25 მაისსაც ჩატარდა. შემოსავლების სამსახურმა და პოლონელმა ექპერტმა შეარჩიო 10 მებაჟე ოფიცერი, რომლებიც 28 მაისიდან 1 ივნისამდე დათვალიერების ტექნიკის თემაზე ტრენერთა ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას. შემოსავლების სამსახური საბოლოოდ შეარჩევს რამდენიმე კანდიდატს, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს აკადემიის კურიკულუმში "დათვალიერების ტექნიკის" სასწავლო მოდულის ინსტიტუციონალიზაციის პროცესს უხელმძღვანელებენ. 

ტრენინგები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" პროექტის ფარგლებში.