ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტების შემოწმების მოწყობილობები გადასცა

თბილისი, 16 ივლისი 2020

6,348 ევროს (21,580 ლარი) ღირებულების ტექნიკა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

ღონისძიებაზე თბილისის აეროპორტში გაიმართულ ღონისძიებაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 60 ერთეულ მოწინავე სასაზღვრო კონტროლის მოწყობილობა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.   

დოკუმენტების შემოწმების დანადგარები, საშუალებას მისცემს მესაზღვრეებს საკვანძო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, სწრაფად განახორციელონ პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების დამცავი მახასიათებლების შემოწმება. ხოლო, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, აღნიშნულ მგზავრებს გადაიყვანენ ე.წ. მეორად ინსპექტირებაზე და შემოწმებაზე.

დიდ ბრიტანეთში წარმოებული დოკუმენტის შემოწმების მოწყობილობები წარმოადგენს სამმაგი ფუნქციის მქონე ინსტრუმენტს და აღჭურვილია ულტრაისფერი ნათურით, ე.წ. თეთრი ნათურით და ჰალოგენური ნათურით, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა სახის მახასიათებლების შესამოწმებლად.

აღნიშნული მოწყობილობების გადაცემა მოხდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ პროგრამის ფაგლებში, რომლის დახმარებითაც საქართველოს მთავრობას მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროსთვის უკვე გადაეცემა 10 მილიონი ევროს (34 მილიონი ლარი) ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობა.

ევროკავშირის დახმარებით, უკანასკნელ წლებში ასევე გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორადი ინსპექტირების შესაძლებლობები. შედეგად, ყველა მნიშვნელოვან სასაზღვრო გამტარ პუნქტში წარმოდგენილია აპარატურა, რომელიც სამგზავრო დოკუმენტების ნამდვილობის შემოწმების და გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.

 

დამატებით ინფორმაციისთვის მიმართეთ:

თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგელობა, tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ანა კაკუშაძე, მედიისა და კომუნიკაციის ოფიცერი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, akakushadze@iom.int

გთხოვთ ეწვიოთ: www.informedmigration.ge.