ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირმა შემოსავლების სამსახურს უკანონო ტვირთის მაიდენტიფიცირებელი აღჭურვილობა და სამკერდე კამერები გადასცა

2018 წლის 30 ივლისს ევროკავშირმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს 240,000-მდე ევროს ღირებულების უკანონო ტვირთის მაიდენტიფიცირებელი დახვეწილი აღჭურვილობა და სამკერდე კამერები გადასცა. ინიციატივის მიზანია შემოსავლების სამსახურის საბაჟო საქმიანობის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს საქართველოს საზღვრებზე ადამიანების და ტვირთის უსაფრთხო და გამარტივებულ გადაადგილებას. 

აღნიშნული აღჭურვილობა დაეხმარება შემოსავლების სამსახურის ე.წ. წინა ხაზის ოფიცრებს გამოავლინონ ნარკოტიკული ნივთიერებები. სამკერდე კამერები კი ხელს შეუწყობს მტკიცებულებების შეგროვებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ამასთან, მათი საშუალებით, მოხდება ოფიცრებისთვის გარკვეული დონის დაცვის უზრუნველყოფა.

აღჭურვილობის გადაცემა ევროკავშირის პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში ხდება და მას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გასულ წლებში, ევროკავშირი და მხარს უჭერდნენ შემოსავლების სამსახურის განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობას, რაც მოიცავს ტრენინგებს დათვალიერების ტექნიკის და მგზავრთა შეფასების თემებზე.

ამ უნარებთან ერთად, აღნიშნული აღჭურვილობა მეტად გააძლიერებს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობებს უკანონო ტვირთის აღმოჩენის და საზღვრისპირა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

  • თამარ ანდრიაძესაზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, შემოსავლების სამსახურიშემოსავლების სამსახური, t.andriadze@rs.ge, 577 - 08 08 41
  • ანა კაკუშაძე, IOM, akakushadze@iom.int, 599 – 14 94 29

გთხოვთ, ასევე ეწვიოთ SBMMG ვებგვერდს www.informedmigration.ge და Facebook გვერდს https://www.facebook.com/SBMMG.